MEDIFOODMEDICARD AI აპის განყოფილება

რა ჭამე? გადაუღე.

ფოტო, ბარკოდი ან რამდენიმე სიტყვა — MEDIFOOD კალორიებსა და მაკროებს მიახლოებით დათვლის, შენ კი შეამოწმებ და შეინახავ. კატალოგში 102 ქართული კერძია.

Download on the App Store უფასოდiPhone · გამოწერის გარეშე
App Store-ში მოძებნეMEDICARD AI
  • ჩაწერის 8 გზა
  • 102 ქართული კერძი
  • მარხვის ტაიმერი
A plate of salmon, rice, broccoli and tomatoes ორაგული~150 გ · 310 კკალ ბრინჯი~150 გ · 195 კკალ ბროკოლი~100 გ · 35 კკალ ჩერი პომიდორი11 კკალ

მაგალითი. შეფასება ყოველთვის მიახლოებითია — შენახვამდე შეამოწმე.

ჩაწერის რვა გზა

აირჩიე, რაც იმ წამს უფრო მარტივია. ძიება ქართულ ბრუნვებსაც ესმის: „ხინკლები“ ხინკალს იპოვის.

  • ფოტო
  • გალერეიდან
  • ბარკოდი
  • ეტიკეტი
  • აღწერა სიტყვებით
  • ძიება
  • შენახული და ბოლო
  • ხელით

ბარკოდის დასკანერებისას Open Food Facts-ს მხოლოდ კოდი ეგზავნება. ფოტოს შეფასებისას — მხოლოდ ფოტო და შენი აღწერა, ჯანმრთელობის პროფილის გარეშე.

დღის ბალანსი ერთ ეკრანზე

საუზმე, სადილი, ვახშამი და წახემსება — კალორიები, ცილა, ნახშირწყლები და ცხიმი, დღის მიზანთან შედარებით.

MEDIFOOD day balance
MEDIFOOD fasting timer
  • შეფასება, რომელსაც შენ ამოწმებ

    არაფერი ინახება თავისით. თითოეულ პროდუქტს შეუცვლი პორციას — ½, ×2 — ან გაასწორებ სიტყვებით.

  • ქართული სამზარეულო

    183 კერძი და პროდუქტი, მათ შორის 102 ქართული: ხინკალი, ლობიო, ფხალი, ჩიხირთმა… და კიდევ Open Food Facts და USDA.

  • შენი მიზანი

    დღის კალორიები შენი სიმაღლით, წონით, ასაკითა და მიზნით ითვლება და ახლდება, როცა წონა 2 კგ-ით შეიცვლება.

  • მარხვის ტაიმერი

    16:8 და სხვა ფანჯრები 10-დან 20 საათამდე — დაწყებამდე მოკლე უსაფრთხოების კითხვებით.

  • ჩემი რაციონი

    7 დღის მენიუ ქართული საოჯახო რეცეპტებით, საყიდლების სიითა და 14 ალერგენის ფილტრით.

  • რიტმი ვალის გარეშე

    ჩაწერის სერია 3-დან 365 დღემდე; გამოტოვება ვალს არ ქმნის. სამი შეხსენება დღეში — სურვილისამებრ.

როგორ მუშაობს

  1. გადაუღე ან მოძებნე

    შეფასება ფოტოს გადაღებისთანავე იწყება.

  2. შეამოწმე

    ნახე პროდუქტები და პორციები, საჭიროებისას შეცვალე.

  3. შეინახე

    დღის ბალანსი მაშინვე განახლდება.

კვება, დიეტის გარეშე

აპი დიეტას არ გინიშნავს. მიზანი ორიენტირია, არა ექიმის დანიშნულება.

  • ფოტო არ რჩება

    ფოტო მცირდება, მეტამონაცემები იშლება და სამუდამოდ არ ინახება.

  • მარხვა — მხოლოდ უსაფრთხოდ

    18 წლამდე, ორსულობისას, ძუძუთი კვებისას ან კვებითი დარღვევის ისტორიისას მარხვის ტაიმერი არ ირთვება.

  • უსაფრთხო ზღვრები

    დღის მიზანი ქალებისთვის 1 200, მამაკაცებისთვის 1 500 კკალ-ზე ქვემოთ არ ჩამოდის.

MEDIFOOD სხვა განყოფილებებთან

უთხარი Medi-ს „ორი ხინკალი და სალათი“ — დღიურში შესამოწმებლად გაიხსნება.

ჩაწერე დღევანდელი პირველი თეფში

MEDIFOOD MEDICARD AI-ის ნაწილია — უფასოა iPhone-ზე.

Download on the App Store მალეGoogle Play
App Store-ში მოძებნეMEDICARD AI
  • სრულიად უფასოა
  • არანაირი გამოწერა
  • არანაირი ფასიანი ფუნქცია

კალორიების შეფასება მიახლოებითია. მიზანი ორიენტირია, არა ექიმის დანიშნულება.