ჯანმრთელობა დღის ყოველ საათში

ქართული ჯანმრთელობის აპი. Medi, მედიკამენტები, კვება, ანალიზები, ციკლი და მოძრაობა — ერთად და სრულიად უფასოდ.

ჩვენ შესახებ

ჯანმრთელობა, რომელიც ქართულად გესმის.

ანალიზის ფურცელი უჯრაში ინახებოდა, წამლის შეხსენება ერთ აპში იყო, ციკლი — მეორეში, კვების დღიური — მესამეში. თითქმის ყველა ინგლისურად.

MEDICARD ქართული ჯანმრთელობის აპია. ყოველდღიურ ზრუნვას ერთ ადგილას, გასაგებ ენაზე აერთიანებს. Medi — აპის ასისტენტი — შენს ჩანაწერებს მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა ამის ნებას მისცემ, და გეხმარება გაიგო, რას ნიშნავს ციფრები და რა ჰკითხო ექიმს.

მეტი ჩვენ შესახებ

MEDICARD ციფრებში

28 მლნ+

ნაბიჯი, რომელიც MEDICARD-მა დათვალა

ცოცხალი ციფრები აპიდან, ახლდება ყოველ საათში

10 014
წამალი, რომლის ფასს ქართულ აფთიაქებში ადარებ
1 255
პასუხი Medi-სგან
12 520
Medi Coin, მოპოვებული მოძრაობითა და მისიებით
1 128
ჩანაწერი MEDICYCLE-ში
410ლ
წყალი, ჩაწერილი აპში
10
ქვეყანა, სადაც MEDICARD-ს იყენებენ

მოდულები

ყველაფერი, რაც შენს დღეს სჭირდება — ერთ ანგარიშზე.

თითოეულ მოდულს თავისი ფერი აქვს. ყველა ერთ ანგარიშსა და ერთ Medi-ს იყენებს.

  • MEDIRUN

    გაისეირნე ან ირბინე — შენი გზა ქალაქს ანათებს. თბილისის პარკებში Medi Coins-ის ყუთები გელოდება.

    როგორ მუშაობს
  • Medi

    აპის ასისტენტი, რომელიც შენი ჩანაწერებით გპასუხობს — ხმითაც. MEDISCAN-ით სიმპტომს, გამოსახულებას და კანის ფოტოს უყურებს.

  • MEDICYCLE

    ციკლის კალენდარი, პროგნოზი, ორსულობის რეჟიმი და პირადი დღიური, რომელიც შენ გეკუთვნის.

    დეტალურად
  • MEDIFOOD

    ფოტო, ბარკოდი ან რამდენიმე სიტყვა — კალორია და მაკროები პორციით, რომელსაც შენ ამოწმებ და ინახავ.

  • MEDIPILL

    მედიკამენტები, დოზების შეხსენება და ფასების შედარება ქართულ აფთიაქებში.

  • MEDILAB

    ატვირთე ანალიზის ფოტო ან PDF — Medi მაჩვენებლებს ამოიკითხავს და გასაგებად აგიხსნის.

  • MEDIQUEST

    ყოველდღიური მისიები, დონეები და Medi Coins, რომელსაც ჯილდოების მაღაზიაში ხარჯავ.

  • MEDIVET

    შინაური ცხოველის წონა, აცრები და მოვლის შეხსენებები — ასისტენტით, რომელიც შენი Medi-სგან ცალკეა.

კარგია იცოდე

როგორ ვზრუნავთ შენზე.

სასწრაფო შემთხვევაში არ მოგვწერო — დარეკე 112-ზე.

  1. მხოლოდ შენი თანხმობით

    ჩანაწერები შენს ანგარიშზე ინახება. AI-ს, ტრენერს ან პარტნიორს მხოლოდ ის ეგზავნება, რაზეც თანხმობას მისცემ, და თანხმობის გაუქმება ერთ შეხებაშია.

  2. ექიმის გვერდით, არა მის ნაცვლად

    Medi გაგებაში გეხმარება. დიაგნოზს, დანიშნულებას და დოზას არ გაძლევს — ამას ექიმი აკეთებს.

  3. ქართულად, საქართველოსთვის

    ინტერფეისი, Medi და ანალიზის განმარტებები ქართულად და ინგლისურადაა. ანგარიში 18 წლიდან იხსნება, მონაცემები კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მიხედვით მუშავდება.

  4. საიტიდანაც

    შედი medicard.ge/app-ზე იმავე ანგარიშით. აპი iPhone-ზე უკვე ხელმისაწვდომია, Android-ზე — მალე.

ხშირი კითხვები

შეიძლება საიტიდან შესვლა?

კი. medicard.ge/app-ზე შედი იმავე ანგარიშით, რაც აპში გაქვს — Medi, მედიკამენტები, ანალიზები, კვება, ციკლი და სხვა ყველაფერი იქაა. ზოგიერთს მაინც ტელეფონი სჭირდება: ნაბიჯების სინქრონიზაციას, შეხსენებებს, ხმას და ბარკოდის სკანერს.

რა არის Medi?

აპის პირადი AI. ხედავს შენს პროფილს და ბოლო მეტრიკებს. პასუხი არის ინფორმაცია — არა დიაგნოზი და არა რეცეპტი.

Medi ცვლის ექიმს?

არა. Medi ეხმარება გაგებაში. დიაგნოზი, რეცეპტი და სასწრაფო — ექიმი ან 112.

ციკლი ვისთვის არის?

ქალის ანგარიშზე. პროგნოზი სერვერიდან მოდის. პარტნიორი ხედავს მხოლოდ იმას, რასაც შენ დაუშვებ. OPK, BBT და ტესტები პარტნიორთან არ იგზავნება.

რა ენაზეა აპი?

ქართულად და ინგლისურად — ინტერფეისიც, Medi-ც და დასკვნებიც ორივე ენაზე მუშაობს. საქართველოსთვისაა შექმნილი.

აპის გამოყენება ფასიანია?

ყველა ფუნქცია უფასოა. კომერციული დღიური ან თვიური კვოტა არ მოქმედებს. უსაფრთხოებისთვის შესაძლებელია მოთხოვნების სიხშირის დროებითი შეზღუდვა.

კვების დღიური დიეტას ნიშნავს?

არა. ფოტო იძლევა შეფასებას, რომელსაც შენ ასწორებ და მერე ინახავ. კალორია და მაკროები პორციაზეა. აპი დიეტას არ გინიშნავს.

ცხოველის ასისტენტი იგივე Medi არის?

არა. MEDIVET ცალკე საუბარია შენი ცხოველის ჩანაწერებით. ადამიანის ჯანმრთელობის ჩატს არ ერევა.

როგორ ვშლი ანგარიშს?

აპში: პროფილი → ანგარიშის წაშლა. ან support@medicard.ge. პოლიტიკა: medicard.ge/privacy

ხვალინდელი დილა MEDICARD-ით დაიწყე.

MEDICARD უკვე App Store-შია. დაასკანერე კოდი iPhone-ის კამერით და გადმოწერე. Android-ის ვერსია მალე გამოვა.

Download on the App Store Coming soonGoogle Play
კითხვა გაქვს? მოგვწერე: support@medicard.ge
QR კოდი: MEDICARD App Store-ში App Store