უფასოა ყველასთვის
ფასიანი გეგმა, საცდელი პერიოდი და დამალული ლიმიტი არ გვაქვს. ყველა ფუნქცია ყველასთვის ერთნაირად მუშაობს.
MEDICARD ქართული ჯანმრთელობის აპია. ვქმნით ადგილს, სადაც ყოველდღიური ზრუნვა — წამალი, კვება, ანალიზები, ციკლი და მოძრაობა — ერთად არის, გასაგებ ენაზე და უფასოდ.
ანალიზის ფურცელი უჯრაში ინახებოდა, წამლის შეხსენება ერთ აპში იყო, ციკლი — მეორეში, კვების დღიური — მესამეში. თითქმის ყველა ინგლისურად.
MEDICARD ამ ყველაფერს ერთ ქართულ აპში აერთიანებს. Medi — აპის ასისტენტი — შენს ჩანაწერებს ხედავს მხოლოდ მაშინ, როცა ამის ნებას მისცემ, და გეხმარება გაიგო, რას ნიშნავს ციფრები, რა ჰკითხო ექიმს და რა გააკეთო დღეს.
ფასიანი გეგმა, საცდელი პერიოდი და დამალული ლიმიტი არ გვაქვს. ყველა ფუნქცია ყველასთვის ერთნაირად მუშაობს.
AI-ს მხოლოდ ის ეგზავნება, რაზეც თანხმობას მისცემ — და წინასწარ გიწერთ, ვის და რა. თანხმობის გაუქმება ერთ შეხებაშია.
Medi გაგებაში გეხმარება. დიაგნოზს, დანიშნულებას და დოზას არ გაძლევს — ამას ექიმი აკეთებს, სასწრაფოს კი 112.
ინტერფეისი, Medi და ანალიზის განმარტებები ქართულად და ინგლისურადაა. ანგარიში 18 წლიდან იხსნება, მონაცემები კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მიხედვით მუშავდება.
მთავარი ეკრანი, მედიკამენტები, კვება, ანალიზები, ციკლი, MEDIQUEST, MEDIRUN, ცხოველები და MEDIVET. iPhone-ზე უკვე ხელმისაწვდომია, Android-ზე — მალე.