MEDIPILLMEDICARD AI აპის განყოფილება

ყველა დოზა დროზე. ყველა ფასი ერთად.

წამლების სია, შეხსენება, რომელსაც „მივიღე“ ღილაკით პასუხობ აპის გაუხსნელადაც, და ფასები სამ ქართულ აფთიაქში ერთი ძებნით.

Download on the App Store უფასოდiPhone · გამოწერის გარეშე
App Store-ში მოძებნეMEDICARD AI
  • დღეში 8-ჯერამდე
  • წამლების თავსებადობა
  • PSP · ფარმადეპო · ჯიპისი
MEDIPILL in the MEDICARD AI app

შენი კვირა, როგორც აბების ორგანაიზერი

MEDIPILL-ის მთავარ გვერდზე კვირა ორგანაიზერივით ივსება: მიღებული, გამოტოვებული და დაგეგმილი დოზები ერთი შეხედვით.

შეეხე დღევანდელ უჯრას

აპში იგივეს „მივიღე“ აკეთებს — მთავარ გვერდზე ან შეხსენებაზევე.

  • 0მიღებულია
  • 0გამოტოვებული — ქარვისფრად, არასოდეს წითლად
  • 0დაგეგმილი

მაგალითი: ორი წამალი, დილით და საღამოს.

რაც MEDIPILL-ში გელოდება

წამალი დაამატე კატალოგიდან ან ხელით, დანარჩენს შეხსენებები და კვირის ორგანაიზერი მიხედავს.

MEDIPILL main page
Price comparison for one medicine
  • წამალი შენი განრიგით

    დოზა, ფორმა (ტაბლეტი, კაფსულა, სითხე, ინექცია), დღეში 8-ჯერამდე, ყოველდღე ან არჩეულ დღეებში, დაწყებისა და დასრულების თარიღით.

  • შეხსენება ღილაკებით

    შეხსენებაზევე: „მივიღე ✓“ ან „შემახსენე მოგვიანებით“ — 20 წუთში ისევ გაგახსენებს. აპის გახსნა საჭირო არ არის.

  • გადატანა ან გამოტოვება

    დოზა შეგიძლია სხვა დროზე გადაიტანო ან გამოტოვო. თვის კალენდარში ჩანს, რა მიიღე, რა გამოტოვე და რა გელის.

  • წამლების თავსებადობა

    Medi ყველა აქტიურ წამალს ერთად გადახედავს და გეტყვის, რას მიაქციო ყურადღება. საბოლოო სიტყვა ექიმისა და ფარმაცევტისაა.

  • კატალოგი და ძიება

    მოძებნე სახელით და დაამატე „ჩემს წამლებში“. თითოეულ წამალს აქვს აქტიური ან შეჩერებული მდგომარეობა.

  • Medi-სთან ერთად

    უთხარი Medi-ს „დილით რკინა შემახსენე“ — ბარათს მოამზადებს, შენ კი ერთი შეხებით შეინახავ.

ერთი ძებნა, სამი აფთიაქი

10 016

წამალი, რომლის ფასს MEDIPILL-ში ადარებ

  • PSP
  • ფარმადეპო
  • ჯიპისი
  • ყველაზე იაფი პირველია — და ჩანს, რამდენს დაზოგავ.
  • ერთეულის ფასი — სხვადასხვა შეფუთვა ერთმანეთს ადარდება.
  • ანალოგები — იგივე ნივთიერება და დოზა. შეცვლამდე ექიმს ან ფარმაცევტს ჰკითხე.
  • ყოველ დილით განახლებული — ფასები აფთიაქების საიტებიდან მოდის; ყიდულობ პირდაპირ აფთიაქში.
Medicine prices across pharmacies

სამი ნაბიჯი

  1. დაამატე წამალი

    მოძებნე კატალოგში ან ჩაწერე ხელით, აირჩიე დრო და დღეები.

  2. მიიღე შეხსენება

    დროზე მოგივა შეტყობინება. „მივიღე ✓“ — და მზადაა.

  3. უყურე, როგორ ივსება კვირა

    ორგანაიზერი და კალენდარი გაჩვენებს, როგორ მიდის მკურნალობა.

შეხსენება, რომელსაც ენდობი

წამლის შეხსენება მაშინაც მოდის, როცა აპი დახურულია. ყველა შეტყობინების ჩართვა-გამორთვა პროფილშია, „შეტყობინებებში“.

  • გამოტოვებაზე — მშვიდად

    გამოტოვებული დოზა ქარვისფრად ჩანს, არა წითლად. შემდეგი დოზა ჩვეულებრივ მოვა.

  • აპში არაფერს ყიდულობ

    MEDIPILL ფასებს ადარებს; „გახსნა აფთიაქში“ აფთიაქის საიტს გიხსნის.

  • ექიმის სიტყვა პირველია

    MEDIPILL დოზას არ გინიშნავს — ის შენს დანიშნულებას გახსენებს. ეს არ არის დიაგნოზი — საჭიროებისას ექიმს მიმართე.

დაამატე პირველი წამალი დღესვე

MEDIPILL MEDICARD AI-ის ნაწილია — უფასოა iPhone-ზე.

Download on the App Store მალეGoogle Play
App Store-ში მოძებნეMEDICARD AI
  • სრულიად უფასოა
  • არანაირი გამოწერა
  • არანაირი ფასიანი ფუნქცია

ფასები მოდის აფთიაქების საიტებიდან. შესყიდვა ხდება პირდაპირ აფთიაქში. ეს არ არის დიაგნოზი — საჭიროებისას ექიმს მიმართე.