MEDIMEDICARD AI აპის ასისტენტი

ჰკითხე Medi-ს. შენი ჩანაწერები უკვე იცის.

ერთი ჩატი ჯანმრთელობის ყველა კითხვისთვის: სიმპტომი, ანალიზი, წამალი თუ კვება. Medi პასუხისას შენს შენახულ ანალიზებს, წამლებსა და დღიურს ითვალისწინებს, თავიდან მოყოლა არ მოგიწევს.

Download on the App Store უფასოდiPhone · გამოწერის გარეშე
App Store-ში მოძებნეMEDICARD AI
  • კონსილიუმი რთული საკითხისთვის
  • პასუხი წყაროებით
  • შენი დასტურის გარეშე არაფერი ინახება
MEDIშენი ჯანმრთელობის ასისტენტი
ჰკითხე ან სთხოვე Medi-ს…

მაგალითი. ჩართე „კონსილიუმი“ და ნახე, როგორ იცვლება პასუხი.

კითხვა, პასუხი და საქმე — ერთ საუბარში

Medi-ს რეჟიმების ძებნა არ სჭირდება: დაწერე, როგორც გინდა. ჯანმრთელობის კითხვაზე კლინიკურ პასუხს მიიღებ, თხოვნაზე — მზა ბარათს შესანახად.

Medi chat in MEDICARD AI
Medi consilium answer
  • შენი ისტორია უკვე იცის

    პასუხისას Medi კითხულობს იმას, რაც უკვე შეინახე: ბოლო ანალიზებს წინასთან შედარებით, წამლების მიღებას, ვიზიტებს, კვებასა და წინა საუბრებს.

  • სთხოვე და მოამზადებს

    წამალი შეხსენებით, წყალი, წონა თუ წნევა: Medi ბარათს მოამზადებს, შენ კი ერთი შეხებით ინახავ, ასწორებ ან აუქმებ.

  • კონსილიუმი

    რთული საკითხისთვის ჩართე გადამრთველი: Medi საკითხს რამდენიმე სპეციალისტის კუთხით განიხილავს და ერთობლივ პასუხს გაძლევს.

  • პასუხი წყაროებით

    ჯანმრთელობის პასუხის ბოლოს Medi წყაროებს ასახელებს, მაგალითად WHO-ს ან NICE-ის რეკომენდაციებს. საშიშ ნიშანზე პასუხი 112-ზე დარეკვის რჩევით იწყება.

  • შეაჩერე ნებისმიერ დროს

    სანამ Medi პასუხობს, გაგზავნის ღილაკი „შეჩერება“ ხდება. შენი კითხვა ველში ბრუნდება — შეგიძლია შეცვალო.

  • ყველა საუბარი ერთ ადგილას

    ძველ საუბარს „ყველა საუბარში“ იპოვი და გააგრძელებ. წაშლილი საუბარი Medi-ს მეხსიერებიდანაც იშლება.

როგორ მუშაობს

  1. დაწერე, როგორც გინდა

    მოკლედ, შენი სიტყვებით: „ფერიტინი 14 მაქვს — დაბალია?“ ან „დილით რკინა შემახსენე“.

  2. Medi ფიქრობს შენს ჩანაწერებთან ერთად

    პასუხი ეყრდნობა შენს ანალიზებს, წამლებს და დღიურს, და არა ზოგად რჩევებს.

  3. შენ წყვეტ, რა შეინახოს

    ყველა ცვლილება ბარათად მოდის. „შენახვა“ — და შეხსენება MEDIPILL-ში ჩაჯდება.

შენი საუბარი შენია

Medi AI-ს მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ იყენებს. თუ უარს იტყვი, აპი ჩვეულებრივ მუშაობს — უბრალოდ AI-ის გარეშე.

  • რეკლამისთვის არასოდეს

    ჯანმრთელობის მონაცემები რეკლამისთვის არ გამოიყენება და არ იყიდება.

  • ციკლი — მხოლოდ შენი ნებით

    თუ MEDICYCLE Face ID-ით გაქვს ჩაკეტილი ან შეტყობინებები დისკრეტულია, Medi ციკლის დღიურს არ კითხულობს.

  • Medi ექიმი არ არის

    AI პასუხი არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკე 112-ზე.

ჰკითხე Medi-ს დღესვე

Medi MEDICARD AI-ის ნაწილია — უფასოა iPhone-ზე.

Download on the App Store მალეGoogle Play
App Store-ში მოძებნეMEDICARD AI
  • სრულიად უფასოა
  • არანაირი გამოწერა
  • არანაირი ფასიანი ფუნქცია

AI პასუხი არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. ჩატის მაგალითი საილუსტრაციოა.