კონფიდენციალურობის პოლიტიკა
MEDICARD-ისთვის თქვენი პირადი და ჯანმრთელობის მონაცემების კონფიდენციალურობა უმნიშვნელოვანესია. ეს პოლიტიკა განმარტავს, რა ვაგროვებთ, რატომ ვამუშავებთ, როგორ ვიცავთ და რა უფლებები გაქვთ.
ეს პოლიტიკა განმარტავს, როგორ მუშავდება MEDICARD-ში ანგარიშის, ჯანმრთელობისა და აქტივობის ინფორმაცია. მონაცემების მოცულობა დამოკიდებულია შენს მიერ გამოყენებულ ფუნქციებსა და გაცემულ ნებართვებზე. პოლიტიკის წაკითხვა AI-სთან გაზიარებაზე თანხმობას არ ნიშნავს — ამისთვის აპი ცალკე არჩევანს გთავაზობს.
English summary (App Review)
MEDICARD is a free consumer health app. There are no paid digital subscriptions, unlocks or in-app purchases for app features. Before any personal data is sent to a third-party AI service, the app asks on a dedicated AI & Privacy screen. That screen names what may be sent and who receives it: OpenRouter, Inc.; Google Cloud Vertex AI; Novita AI; Microsoft Azure, including Azure Speech; and EvidenceMD Inc. The user must tap Allow AI Processing. Not Now, closing, registration, or accepting this policy does not authorize AI sharing. The choice is stored on the account. It is not asked again on later AI requests unless the user withdraws it in Profile → Privacy & Data, or the consent version changes. MEDICOACH (optional): a user may connect to an admin-verified fitness trainer. The trainer always sees the user's name, photo, age, sex, height and their shared session schedule; activity and workouts (including data read from Apple Health / Health Connect), nutrition, weight and progress photos are shared only if the user switches each category on, can be changed or stopped at any time, and stop the moment the connection ends. Health data is never used for advertising or sold. The iOS app includes the Meta SDK only to measure installs and app opens from our Meta ads (no IDFA, no App Tracking Transparency prompt, no custom events, no health or account data), started after the user accepts this policy. Details below are the full Georgian policy.
1. ოპერატორი და კონტაქტი
MEDICARD-ს მართავს გიორგი შენგელია (George Shengelia), ფიზიკური პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამ პოლიტიკაში აღწერილ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. „MEDICARD“ პროდუქტის სახელია და კომპანიად რეგისტრაციას არ აღნიშნავს.
- საქმიანობის ქვეყანა და ქალაქი
- საქართველო, თბილისი
- საკონტაქტო ელფოსტა
- support@medicard.ge
- ვებგვერდი
- https://medicard.ge
2. ანგარიში და აპში დამატებული ჩანაწერები
რეგისტრაციისა და ავტორიზაციისთვის მუშავდება ელფოსტა, სახელი, ანგარიშის იდენტიფიკატორი და, შესაბამის შემთხვევაში, ტელეფონი. პაროლი სერვერზე ჰეშირებული სახით ინახება. თუ Apple-ით ან Google-ით შედიხარ, Apple / Google გვიგზავნის ანგარიშის მუდმივ იდენტიფიკატორს, ელფოსტას (Apple-ის შემთხვევაში შეიძლება ფარული გადამგზავნი მისამართი) და, თუ გაგვიზიარებ, სახელს; მათ ჯანმრთელობის მონაცემები არ გადაეცემათ. Apple-ით შექმნილი ანგარიშის წაშლისას Apple-ის მიერ გაცემულ წვდომასაც ვაუქმებთ. პროფილს შეიძლება დაემატოს დაბადების თარიღი, სქესი და ფოტო.
ჯანმრთელობის ფუნქციებში შენ მიერ შეტანილი მონაცემები შეიძლება მოიცავდეს სიმპტომებს, დაავადებებს, ალერგიებს, მედიკამენტებს, ოჯახურ ისტორიას, მიზნებს, ანალიზებს, სურათებს, ვიზიტებს, ციკლის ჩანაწერებსა და ჯანმრთელობის მაჩვენებლებს. ეს ინფორმაცია შეიძლება ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი იყოს.
ციკლის ჩანაწერებში შეგიძლია ნებაყოფლობით მონიშნო სექსუალური აქტივობა და ლიბიდო. ეს ველები ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიად ინახება: AI მიმღებებს, ტრენერს, ქალების სივრცეს, ანალიტიკასა და შეტყობინებებს არ გადაეცემა და მხოლოდ შენთვისაა ხილული. ჩანაწერის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია.
ანგარიშის ჩანაწერები სერვერზე ინახება სინქრონიზაციისა და ისტორიისთვის; ნაწილი მოწყობილობაზეც ინახება. AI-ს უარის მიუხედავად შენარჩუნებულია ანგარიშისა და იმ ფუნქციების გამოყენება, რომლებსაც გარე AI დამუშავება არ სჭირდება.
3. მოწყობილობის ნებართვები
კამერისა და ფოტოების წვდომა გამოიყენება შენ მიერ არჩეული დოკუმენტის, სურათის ან ცხოველის ფოტოს დასამატებლად. მიკროფონი გამოიყენება ხმის შესაბამის ფუნქციაში. ნებართვის გაცემა თავისთავად გარე AI-სთვის გაგზავნის თანხმობა არ არის.
Apple Health / HealthKit და Android Health Connect-ის მონაცემებზე წვდომა იმართება ცალკე სისტემური ნებართვებით. შესაბამისი მაჩვენებლები გამოიყენება აქტივობისა და ჯანმრთელობის ეკრანებზე; ანგარიშში შენახული შესაბამისი მაჩვენებლები შეიძლება ჯანმრთელობის პროფილის კონტექსტში მოხვდეს მხოლოდ AI-ზე ცალკე თანხმობის შემდეგ.
შეტყობინებების ნებართვა გამოიყენება შეხსენებებისთვის. კალენდარში ჩანაწერი ემატება შენ მიერ არჩეული მოქმედებით. ნებართვების შეცვლა შეგიძლია ტელეფონის პარამეტრებში. შეტყობინების მიღება ყველა ფონურ მდგომარეობაში გარანტირებული არ არის.
4. ქალაქი, ამინდი და MEDIRUN
ქალაქის განსაზღვრისას მუშავდება GPS კოორდინატები, სიზუსტე და დაფიქსირების დრო. ქალაქისა და ქვეყნის მისაღებად გამოიყენება მოწყობილობის გეოკოდირება; საჭიროებისას კოორდინატები იგზავნება OpenStreetMap-ის Nominatim სერვისში. ამინდის მისაღებად კოორდინატები იგზავნება Open-Meteo-ში.
MEDIRUN-ის აქტიურ სესიაში მუშავდება გავლილი მარშრუტი, მანძილი, დრო, სიჩქარე და თამაშის პროგრესი. რუკის საჩვენებლად გამოიყენება Mapbox. თამაშის მარშრუტი და პროფილის საცხოვრებელი ქალაქი სხვადასხვა დანიშნულებით ინახება; სიარული ავტომატურად არ ცვლის პროფილის ქალაქს. შენ მიერ დაწყებული სესია ეკრანის ჩაკეტვისას ან სხვა აპის გახსნისასაც აგრძელებს გზის ჩაწერას (iPhone-ზე ზემოთ ლურჯი ნიშანი ჩანს, Android-ზე — შეტყობინება), სანამ პაუზას ან დასრულებას არ დააჭერ; სესიის გარეთ მდებარეობა ფონზე არ გროვდება. iPhone-ის ჩაკეტილ ეკრანზე სესიის მანძილი და დრო Live Activity-ში ჩანს — ის ტელეფონზე იქმნება და Apple-ს არ ეგზავნება.
MEDIRUN-ის გუნდში მხოლოდ შენი არჩევანით შედიხარ (კოდით ან ბმულით). გუნდის წევრები ხედავენ შენს MEDIRUN-ის მეტსახელს, როლს და ამ კვირის გავლილ მანძილს. როცა აქტიური სესიის დროს გუნდის წევრიდან დაახლოებით 40 მეტრში ხარ, ორივე ხედავთ, რომ „ერთად“ დადიხართ — მხოლოდ მეტსახელს, არასდროს მდებარეობას ან მარშრუტს; ერთად გავლილი მანძილი ითვლება ქოინებისთვის. ამის გამორთვა გუნდის მართვაში შეიძლება. „თბილისი ერთად“ და „ახლა N ადამიანი დადის“ მხოლოდ საერთო რიცხვებია (სამზე ნაკლები ადამიანი არ ჩანს). გაზიარების ვიდეო ან სურათი ტელეფონზე იქმნება, მარშრუტის პირველი და ბოლო 200 მეტრი მასზე ჩამოჭრილია და მას მხოლოდ შენ აზიარებ.
5. AI-სთვის გასაზიარებელი მონაცემები და მიზანი
AI გამოიყენება მოთხოვნის პასუხის, ჯანმრთელობის ინფორმაციის განმარტების, სიმპტომების შეფასებისა და მოვლის რჩევების მოსამზადებლად. გაგზავნამდე აპი აჩვენებს კატეგორიებს, მიმღებებს და თანხმობისა თუ უარის არჩევანს.
- შენი შეტყობინება, საუბრის შესაბამისი ისტორია და აღწერილი სიმპტომები;
- ასაკი და სქესი; შესაბამის ფუნქციაში ჯანმრთელობის პროფილი, დაავადებები, ალერგიები, მედიკამენტები, ოჯახური ისტორია, მიზნები და ბოლო მაჩვენებლები;
- ანალიზისთვის არჩეული სურათები, დოკუმენტები ან მათგან ამოღებული ტექსტი;
- ციკლის AI რჩევისთვის შესაბამისი ციკლის კონტექსტი;
- MEDIVET-ისთვის ცხოველის პროფილი, მოვლის ინფორმაცია და საუბარი;
- MEDIFAMILY-ში Medi-სთვის — მხოლოდ მშობლის კითხვისას — ბავშვის პროფილი (სახელი, ასაკი, სქესი, დაბადების კვირა), ზრდის მაჩვენებლები, აცრების სტატუსი, ალერგიები, მდგომარეობები, ბოლო ტემპერატურა, სიმპტომები, მიცემული წამლები, კვება და საუბარი; მშობლის ჯანმრთელობის პროფილის გარეშე;
- ხმოვანი Medi-სთვის ღილაკით ჩაწერილი ხმა — OpenRouter-ის გავლით Google Vertex AI-ს ტექსტად გარდაქმნისთვის; ხმოვანი პასუხისას პასუხის ტექსტი — Microsoft Azure Speech-ს რეალურ დროში გასახმოვანებლად.
სიმპტომების შემოწმებაში ჯანმრთელობის პროფილის დამატება ცალკე არჩევანია. ადამიანის ჯანმრთელობის პროფილი MEDIVET-ის მოთხოვნაში არ შედის. მომხმარებლის სახელი ანგარიშის კონტექსტიდან AI-სთვის ავტომატურად არ ემატება, თუმცა შენ მიერ დაწერილი ან დოკუმენტში არსებული სახელი შეიძლება თავად მოთხოვნის ნაწილი იყოს. ატვირთვამდე შეგიძლია დაფარო არასაჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემები.
6. AI მონაცემების მიმღებები
ყველა მოთხოვნა ერთდროულად ყველა მიმღებთან არ იგზავნება. გამოყენებული მიმღები დამოკიდებულია არჩეულ მოდელსა და ფუნქციაზე; წარუმატებლობისას მოთხოვნა შეიძლება ჩამოთვლილ ალტერნატიულ მიმღებთან განმეორდეს.
OpenRouter-ის მოთხოვნებში განსაზღვრულია კონკრეტული ჰოსტები, გამორთულია სხვა ჰოსტზე ავტომატური გადართვა და მოთხოვნილია data_collection=deny და ZDR ფილტრი. ეს არის ჩვენი გაგზავნის კონფიგურაცია და არ წარმოადგენს მტკიცებას, რომ MEDICARD-ის ანგარიშში ან ყველა პროვაიდერთან ყველა ტიპის ჩანაწერი საერთოდ არ ინახება. პროვაიდერის დამუშავების პირობები და საერთაშორისო გადაცემები ექვემდებარება მის შესაბამის შეთანხმებასა და მოქმედ წესებს.
ყველა მესამე მხარის მიმართ MEDICARD-ის მონაცემთა დაცვის მოთხოვნაა ამ პოლიტიკაში აღწერილისა და Apple-ის წესების თანაბარი ან უფრო მაღალი დაცვა: მხოლოდ შეთანხმებული მიზნისთვის დამუშავება, კონფიდენციალურობა, დაშიფრული გადაცემა, შეზღუდული წვდომა და წაშლის მოთხოვნებზე თანამშრომლობა. მიმღების დამატებამდე ვამოწმებთ მის საჯარო პირობებსა და შესაბამის მონაცემთა დამუშავების პირობებს. მოთხოვნებთან შეუსაბამო მიმღებთან გაზიარება დაუშვებელია. ეს მოთხოვნა არ არის რომელიმე პროვაიდერის სერტიფიცირების ან მონაცემების სრული ანონიმურობის მტკიცება.
ხმოვანი ჩანაწერი MEDICARD-ის მუდმივ საცავში არ ინახება. მოწყობილობაზე დროებითი აუდიო დამუშავების ან დაკვრის დასრულებისას იშლება. Microsoft-ის საჯარო პირობების მიხედვით, რეალურ დროში ტექსტის ხმად გარდაქმნის API შეყვანილ ტექსტს და გამოსულ ხმას არ ინახავს; ეს არ ეხება სხვა ტიპის ხმოვან პროდუქტებს. OpenRouter-ის ZDR ფილტრი პირდაპირ Azure Speech-სა და EvidenceMD-ს არ ეხება.
7. თანხმობა, უარი და გაუქმება
რეგისტრაციისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაცნობა AI-სთან გაზიარების თანხმობას არ ნიშნავს. ახალ ანგარიშზე ეს არჩევანი ცალკე ეკრანზეა — „AI და კონფიდენციალურობა“ — შეტყობინებების ნებართვის შემდეგ და ნებისმიერ AI მოთხოვნამდე. ეკრანზე ჩანს მონაცემების კატეგორიები, მიმღები კომპანიები და მათი პოლიტიკების ბმულები. თანხმობა წინასწარ მონიშნული არ არის. „AI დამუშავების ნებართვა“ ნიშნავს თანხმობას. „ახლა არა“ ან დახურვა მოთხოვნას არ აგზავნის. თანხმობის შემდეგ იგივე ეკრანი ყოველ შეტყობინებაზე აღარ ჩნდება.
არჩევანი სერვერზე შენს ანგარიშსა და თანხმობის ვერსიასთან ერთად ინახება. მიმღებების, კატეგორიების ან მიზნების არსებითი ცვლილებისას ახალი თანხმობაა საჭირო. ეს ეხება უკვე რეგისტრირებულ მომხმარებლებსაც: ძველი არჩევანი ახალ ვერსიაზე ავტომატურად არ გადადის.
მართვა: პროფილი → კონფიდენციალობა და მონაცემები. გაუქმება აჩერებს შემდგომ გაგზავნებს, მათ შორის შემდგომ ავტომატურ განმეორებით მოთხოვნებს. ანგარიში და AI-ის გარეშე ფუნქციები რჩება. უკვე გაგზავნილი მოთხოვნის დაბრუნებას ან გარე მიმღებისგან მონაცემების ავტომატურ წაშლას არ ნიშნავს. ასეთი მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდი.
8. ინფრასტრუქტურა და სხვა მომსახურებები
აპის სერვერი და მონაცემთა ბაზა გამოიყენება ანგარიშის ჩანაწერების შესანახად და სინქრონიზაციისთვის; პროექტი იყენებს Render-სა და Neon PostgreSQL-ს. ჩართული კონფიგურაციის მიხედვით, ფაილები ინახება სერვერის საცავში ან ობიექტურ საცავში. ცხოველის ფოტოსა და სხვა ფაილის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მოქმედ საცავზე.
საჭიროებისას შეტყობინება მუშავდება Expo Push-ითა და Apple/Google-ის სისტემებით, SMS — SMSOffice.ge-ით, ელფოსტა — შესაბამისი საფოსტო სერვისით, მათ შორის Resend-ით. ამ მიმღებებს გადაეცემათ შესაბამისი მომსახურებისთვის საჭირო მისამართი/ტოკენი და შეტყობინება. ჩატის სრული ჯანმრთელობის ისტორია ამ მიზნით ავტომატურად არ იგზავნება.
ავტორიზებული ადმინისტრატორები შეიძლება ამუშავებდნენ ანგარიშის, მხარდაჭერისა და ტექნიკური შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციას. აპში შენახული AI მოთხოვნები და პასუხები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ამ უფლებების ფარგლებში. დამატებითი გარე AI-შეფასება აპში შენახულ სამედიცინო ტექსტებზე ავტომატურად არ ტარდება.
მხარდაჭერის წერილები. support@medicard.ge-ზე გამოგზავნილი წერილის ტექსტს, გამგზავნის მისამართსა და თემას ამუშავებს ჩვენი ავტომატური ასისტენტი, რომელიც OpenRouter, Inc.-ის გავლით Anthropic PBC-ის მოდელს იყენებს — წერილის კატეგორიზაციისა და პასუხის მოსამზადებლად ან გასაგზავნად. მოთხოვნებში მითითებულია data_collection=deny. ასისტენტი თავად პასუხობს მხოლოდ ზოგად კითხვებს აპის შესახებ; ანგარიშის, მონაცემთა მოთხოვნის, სამედიცინო, ფინანსურ და თანამშრომლობის წერილებს ადამიანი განიხილავს. აპში შენახული ჯანმრთელობის მონაცემები ამ დამუშავებაში არ გამოიყენება. თუ გსურს, რომ შენს წერილს მხოლოდ ადამიანმა უპასუხოს, წერილში ეს მიუთითე.
პროდუქტის ანალიტიკა. აპის გასაუმჯობესებლად ვიწერთ პროდუქტის მოვლენებს: ინსტალაცია, რეგისტრაცია, ონბორდინგის ნაბიჯები, პირველი ქმედება და დაბრუნება. ინახება მოვლენის სახელი, მცირე ტექნიკური მნიშვნელობები (მაგ. ონბორდინგის ნაბიჯი, პლატფორმა, აპის ვერსია), ინსტალაციის შემთხვევითი იდენტიფიკატორის ჰეში და, შესვლის შემდეგ, ანგარიშის იდენტიფიკატორი. ჯანმრთელობის მნიშვნელობები და თავისუფალი ტექსტი ანალიტიკაში არ იწერება. მონაცემები მესამე მხარეს არ გადაეცემა და რეკლამისთვის ან სხვა აპებს შორის თვალთვალისთვის არ გამოიყენება.
შეცდომების დიაგნოსტიკა. აპის სტაბილურობისთვის, როცა აპში შეცდომა ან ავარიული დახურვა ხდება, ჩვენს სერვერზე იგზავნება ტექნიკური ანგარიში: შეცდომის ტიპი და შემოკლებული ტექსტი, კოდის ადგილი, ეკრანის მარშრუტი (იდენტიფიკატორების გარეშე), პლატფორმა, აპის ვერსია და, შესვლის შემდეგ, ანგარიშის იდენტიფიკატორის ჰეში. გაგზავნამდე ტექსტიდან იშლება ელფოსტები, გრძელი ციფრები და ტოკენები; ჯანმრთელობის მნიშვნელობები და შენ მიერ შეტანილი ტექსტი არ იგზავნება. ანგარიშები ინახება 30 დღე, მესამე მხარეს არ გადაეცემა და რეკლამისთვის ან თვალთვალისთვის არ გამოიყენება.
9. შენახვა და ანგარიშის წაშლა
ანგარიშის ჩანაწერები და AI პასუხები ინახება ისტორიისა და სინქრონიზაციისთვის, სანამ მათ ან ანგარიშს წაშლი. ამ ვერსიაში ყველა ჩანაწერისთვის ერთიანი ავტომატური ვადის გასვლის დაპირება არ არსებობს. ცალკეული ადგილობრივი ქეშები შეიძლება უფრო ადრე შეიცვალოს ან წაიშალოს.
ანგარიშის წაშლა შეგიძლია აპის პროფილის პარამეტრებიდან. იშლება ანგარიშთან დაკავშირებული ძირითადი ჩანაწერები, ჯანმრთელობის პროფილი, საუბრები, ცხოველის მონაცემები, MEDIFAMILY-ში დამატებული ბავშვების ყველა ჩანაწერი და AI-ზე თანხმობის ჩანაწერები. ანგარიშთან დაკავშირებული შეტყობინებების ტექსტები იშლება ან რედაქტირდება; ატვირთული ფაილების წაშლაც მუშავდება შესაბამისი საცავიდან. ფინანსური თუ უსაფრთხოების აუცილებელი ისტორია შეიძლება დარჩეს შესაბამისი ვალდებულების ფარგლებში.
ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია, წაშლა აპის გარეშე და ზუსტი ჩამონათვალი, რა იშლება და რა რჩება: https://medicard.ge/delete-account
წაშლა არ ნიშნავს მესამე მხარის სარეზერვო ასლებისა და უკვე გაგზავნილი მონაცემების მყისიერ ავტომატურ წაშლას. ასეთი ინფორმაციის შესახებ მოთხოვნისთვის გამოიყენე მხარდაჭერის ელფოსტა. მოწყობილობის სისტემურ კალენდარში შენ მიერ ადრე დამატებული ჩანაწერის მართვა შესაბამისი კალენდრიდანაც შეგიძლია.
10. უსაფრთხოება და საერთაშორისო დამუშავება
ვიყენებთ ავთენტიფიკაციას, ანგარიშის კუთვნილების შემოწმებასა და ტრანსპორტის დაშიფვრას გამოქვეყნებულ HTTPS მომსახურებებში. ტექნიკური შეზღუდვები იცავს სისტემას ბოროტად გამოყენებისგან. არც ერთი სისტემა არ იძლევა აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.
ღრუბლოვანი მომსახურებისა და AI მიმღებების გამო მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შენი ქვეყნის გარეთ. ამ ტექსტით არ ვაცხადებთ დაუდასტურებელ სრულ ანონიმურობას, ნულოვან შენახვას ან რომელიმე სამართლებრივ სტანდარტთან სერტიფიცირებულ შესაბამისობას.
11. მომხმარებლის არჩევანი და მოთხოვნები
შეგიძლია შეცვალო პროფილი, წაშალო შესაბამისი ჩანაწერები ან ანგარიში, მართო მოწყობილობის ნებართვები და გააუქმო AI-ზე თანხმობა. წვდომის, შესწორების, წაშლისა და სხვა მონაცემთა მოთხოვნებზე მოგვწერე support@medicard.ge-ზე. ვინაობის უსაფრთხო გადამოწმება შეიძლება საჭირო გახდეს სხვის მონაცემებზე წვდომის თავიდან ასაცილებლად.
AI-ზე უარი არ არის რეგისტრაციის საფასურის ან ფასიანი გეგმის საფუძველი. ამ რელიზში ყველა არსებული სამომხმარებლო ფუნქციის წვდომა უფასოა; AI ფუნქციას მაინც სჭირდება შესაბამისი თანხმობა. მონაცემებს სარეკლამოდ არ ვყიდით.
12. სამედიცინო ინფორმაცია და პოლიტიკის ცვლილება
MEDICARD და MEDIVET არ ანაცვლებს ექიმის ან ვეტერინარის შეფასებას. AI-ს პასუხი შეიძლება მცდარი ან არასრული იყოს. გადაუდებელი მდგომარეობისას დაუკავშირდი ადგილობრივ გადაუდებელ დახმარებას.
პოლიტიკის ახალი ვერსია ქვეყნდება აპსა და ვებგვერდზე. AI გაზიარების არსებითი ცვლილება ცალკე განახლებულ თანხმობას მოითხოვს.
13. ქალების სივრცე — პოსტები და ანონიმურობა
ქალების სივრცეში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. ვამუშავებთ არჩეულ საჯარო მეტსახელს, პოსტის ტექსტს, ატვირთულ ფოტოს, კომენტარებს, რეაქციებს, საჩივრებს, დაბლოკვებსა და შეტყობინების წაკითხვის სტატუსს. ინფორმაცია მიიღება შენი მოქმედებებიდან. წვდომა მოწმდება ანგარიშში თავად მითითებული სქესით. ჯანმრთელობის ისტორია და ციკლის პირადი ჩანაწერები ფიდში ავტომატურად არ ქვეყნდება.
ანონიმური პოსტის ავტორის სახელი, ელფოსტა და ანგარიშის იდენტიფიკატორი სხვა წევრებს არ ეჩვენებათ. უსაფრთხოების, საკუთარი ჩანაწერების მართვისა და საჩივრების განხილვისთვის ოპერატორი ინახავს პოსტისა და ანგარიშის კავშირს. ანონიმურობა ოპერატორისგან ვინაობის დამალვას არ ნიშნავს. გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია სივრცის სხვა უფლებამოსილი წევრებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მისი ეკრანის გადაღება. არ გამოაქვეყნო საკუთარი ან სხვისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვისი ფოტო ნებართვის გარეშე.
ფოტოებიდან გამოქვეყნებამდე იშლება EXIF და მდებარეობის მეტამონაცემები. პოსტები და კომენტარები პირდაპირ ქვეყნდება; მოდერატორებს შეუძლიათ დარღვევების განხილვა, ჩანაწერების დამალვა და წევრების შეზღუდვა. ამ მიზნით კონტენტი AI პროვაიდერებს არ ეგზავნება. პუშისთვის Expo-სა და შესაბამის მოწყობილობის შეტყობინების სერვისს გადაეცემა მოწყობილობის ტოკენი, ზოგადი აქტივობის ტექსტი და პოსტის ტექნიკური ბმული; პოსტის ტექსტი და ავტორის სახელი პუშში არ იდება.
საკუთარი პოსტებისა და კომენტარების წაშლა შესაძლებელია სივრციდან; ანგარიშის წაშლისას მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჩანაწერებიც იშლება. მოდერაციის მინიმალური ისტორია ინახება უსაფრთხოებისა და გადაწყვეტილებების ანგარიშვალდებულებისთვის. პუშის გამორთვა, საჩივრის გაგზავნა, ავტორის დაბლოკვა და განბლოკვა შესაძლებელია სივრცის შესაბამისი მართვის ღილაკებიდან. კითხვებისთვის: support@medicard.ge.
14. MEDICOACH — ტრენერთან გაზიარება
MEDICOACH ნებაყოფლობითი ფუნქციაა. შეგიძლია დაუკავშირდე ფიტნეს-ტრენერს, რომლის პროფილსა და სერტიფიკატებს MEDICARD ამოწმებს. ტრენერები დამოუკიდებელი პროფესიონალები არიან და არა MEDICARD-ის თანამშრომლები. კავშირი იქმნება მხოლოდ შენი მოქმედებით — ტრენერის კოდით, ძიებიდან მოთხოვნით ან ტრენერის მოწვევის მიღებით — და მანამდე ტრენერი შენს მონაცემებს ვერ ხედავს.
დაკავშირებისას ტრენერი ყოველთვის ხედავს შენს სახელს, პროფილის ფოტოს, ასაკს, სქესს, სიმაღლეს და თქვენს საერთო ვარჯიშების განრიგს. დანარჩენი კატეგორიები ნაგულისხმევად გამორთულია და ტრენერისთვის ჩანს მხოლოდ მაშინ, თუ თავად ჩართავ: ვარჯიშები და აქტივობა (ნაბიჯები, აქტიური წუთები, პულსი, ძილი და ვარჯიშები, მათ შორის Apple Health-იდან ან Health Connect-იდან წაკითხული), კვება (დღიური, კალორიები, მაკროები, გეგმის დაცვა), წონა და მიზანი, პროგრეს-ფოტოები. Apple Health-იდან / Health Connect-იდან ვარჯიშების წაკითხვას ცალკე ჩართავ, მხოლოდ შენი ღილაკით.
გაზიარებული კატეგორიის შეცვლა ან კავშირის დასრულება ნებისმიერ დროს შეგიძლია „ჩემი ტრენერი“-დან. გამორთული კატეგორია ტრენერისთვის მაშინვე ქრება, ისტორიის ჩათვლით; კავშირის დასრულებისას წვდომა სრულად წყდება და მომავალი ვარჯიშები უქმდება. ტრენერი ვერ ხედავს სამედიცინო ჩანაწერებს, ანალიზებს, წამლებს, ციკლს და Medi-სთან საუბრებს. ჯანმრთელობის მონაცემები რეკლამისთვის არ გამოიყენება და არ იყიდება.
ტრენერის მიერ დაწერილი ვარჯიშის შენიშვნები და კვების გეგმა, შენი მოკლე მესიჯი ტრენერს, პროგრეს-ფოტოები, პროფილის ფოტო და პირადი QR კოდი ინახება ანგარიშთან. ფოტოებიდან იშლება EXIF და მდებარეობის მეტამონაცემები. QR კოდის სკანირებისას კამერის კადრი ტელეფონს არ ტოვებს — გამოიყენება მხოლოდ კოდის ტექსტი. ტრენერის განაცხადისთვის მუშავდება სერტიფიკატის ფოტო, სამუშაო დარბაზები, გამოცდილება და შენ მიერ მითითებული საკონტაქტო ბმული; ამას ხედავს მხოლოდ ადმინისტრატორი შემოწმებისთვის, დადასტურებული პროფილი კი ჩანს ტრენერების ძიებაში.
ტრენერის ან კლიენტის შესახებ შეტყობინება დარღვევაზე და დაბლოკვა შესაძლებელია შესაბამისი ეკრანიდან; შეტყობინებას ადმინისტრატორი განიხილავს. ანგარიშის წაშლისას იშლება კავშირები, ფოტოები, სერტიფიკატები და ვარჯიშების ჩანაწერები; ტრენერს რჩება მხოლოდ ანონიმური ჩანაწერი ჩატარებული ვარჯიშის შესახებ, შენი სახელისა და შენიშვნის გარეშე.
კვების გეგმა და რაციონი
კვების გეგმა ინახავს შენ მიერ დადასტურებულ ასაკის, სიმაღლის, წონისა და აქტივობის მონაცემებს, კვების არჩევანს, ალერგენებსა და შესაბამისობის კითხვების პასუხებს, რათა შეადგინოს საწყისი სამიზნე ან შემოგთავაზოს სპეციალისტთან განხილვა. ინახება დღის სამიზნეების ისტორია და დაგეგმილი კერძები; მიღებულად მხოლოდ შენი მოქმედებით ინიშნება. ეს მონაცემები არ ქვეყნდება. Medi-სთან კვებაზე საუბრისას, მხოლოდ AI გაზიარების მოქმედი თანხმობით, შესაბამის AI მიმღებებს გადაეცემა დღიური ჯამები, ბოლო 7 დღის პროგრესი, წონის მიზანი, რაციონი და კვების არჩევანი; დაცული ციკლის დეტალები არ გადაეცემა. გეგმის შექმნა თავისთავად AI-ს არ იყენებს. გეგმის შეცვლა ან შეჩერება შეგიძლია კვების გვერდზე; ანგარიშის წაშლისას ეს პირადი მონაცემებიც იშლება.
15. საიტის ქუქი-ფაილები, Google Analytics და Meta Pixel
medicard.ge-ის საჯარო გვერდებზე — არა აპში, არა ვებ-ვერსიაში /app-ზე და არა ჯანმრთელობის კალკულატორების გვერდებზე — ვიყენებთ Meta Platforms, Inc.-ისა და მისი შვილობილი კომპანიების Meta Pixel-ს, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქუქი-ფაილების ბანერში „ვეთანხმები“-ს დააჭერ. ამის შემდეგ ის ინახავს Meta-ს ქუქი-ფაილებს (_fbp) და Meta-ს უგზავნის გახსნილი გვერდის მისამართს, დროს, ტექნიკურ მონაცემებს ბრაუზერისა და მოწყობილობის შესახებ, IP მისამართს და იმას, დააჭირე თუ არა App Store-ის ღილაკს — რომ გავზომოთ ჩვენი რეკლამა Facebook-სა და Instagram-ზე და ვაჩვენოთ ის საიტის მნახველებს. ჯანმრთელობის მონაცემები, აპის მონაცემები, სახელი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი არასდროს იგზავნება; ღილაკებისა და ფორმების ავტომატური შეგროვება გამორთულია. Meta ამ მონაცემებს საკუთარი პოლიტიკით ამუშავებს (facebook.com/privacy/policy), შესაძლოა საქართველოს გარეთ.
იმავე თანხმობით, იმავე გვერდებზე ჩაირთვება Google LLC-ის Google Analytics 4, რომ დავინახოთ, რამდენი ადამიანი სტუმრობს საიტს, რომელი გვერდები იხსნება და საიდან მოდიან. ის ინახავს Google Analytics-ის ქუქი-ფაილებს (_ga, _ga_*) და Google-ს უგზავნის გახსნილი გვერდის მისამართს, წინა გვერდს (referrer), დროს, ტექნიკურ მონაცემებს ბრაუზერისა და მოწყობილობის შესახებ, IP მისამართზე დაფუძნებულ სავარაუდო მდებარეობას (ქალაქის დონეზე; Google Analytics 4 IP მისამართს არ ინახავს) და იმას, დააჭირე თუ არა App Store-ის ან Google Play-ს ღილაკს. Google Signals და რეკლამის პერსონალიზაცია გამორთულია; ჯანმრთელობის და აპის მონაცემები, სახელი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი არ იგზავნება. Google ამ მონაცემებს საკუთარი პოლიტიკით ამუშავებს (policies.google.com/privacy), შესაძლოა საქართველოს გარეთ.
თანხმობის გარეშე Meta-დან არაფერი იტვირთება. Google Analytics-ის კოდი გვერდზე თანხმობამდეც არის „Consent Mode“-ში: ქუქი-ფაილებს არ ინახავს და Google-ს მხოლოდ ანონიმურ, ქუქი-ფაილების გარეშე სიგნალს უგზავნის (გვერდის მისამართი, დრო, ბრაუზერის ტიპი, IP-ზე დაფუძნებული ქვეყანა/ქალაქი), რომლითაც შენი ამოცნობა შემდეგ ვიზიტებზე შეუძლებელია. ბრაუზერი, რომელიც Global Privacy Control-ს აგზავნის, უარად ითვლება. შენი არჩევანი ბრაუზერში 12 თვე ინახება. ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო საიტის ბოლოში „ქუქი-ფაილები“ ბმულით; თანხმობის გაუქმების შემდეგ Pixel და Google Analytics ჩერდება და მათი ქუქი-ფაილები იშლება.
16. აპის ინსტალაციის გაზომვა (Meta SDK)
iPhone-ის აპში ჩაშენებულია Meta Platforms, Inc.-ის Facebook SDK მხოლოდ იმისთვის, რომ დავითვალოთ, Facebook-სა და Instagram-ზე ჩვენი რეკლამის ნახვის შემდეგ რამდენმა ადამიანმა დააყენა და გახსნა აპი. SDK ირთვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკას დაეთანხმები, და Meta-ს უგზავნის მხოლოდ მის ავტომატურ მოვლენებს — აპის დაყენებას და გახსნას — ტექნიკურ მონაცემებთან ერთად (აპის ვერსია, მოწყობილობის მოდელი და iOS-ის ვერსია, ენა, დროის სარტყელი, IP მისამართი). რეკლამის იდენტიფიკატორი (IDFA) არ გროვდება და აპში თვალთვალის ნებართვას (App Tracking Transparency) არ ვითხოვთ; ინსტალაციის მიკუთვნება ხდება Apple-ის SKAdNetwork-ითა და Meta-ს Aggregated Event Measurement-ით. ჯანმრთელობის მონაცემები, ციკლის ჩანაწერები, ანგარიშის მონაცემები, სახელი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი Meta-ს არასდროს ეგზავნება და აპში საკუთარ მოვლენებს Meta-სთვის არ ვწერთ. Meta ამ მონაცემებს საკუთარი პოლიტიკით ამუშავებს (facebook.com/privacy/policy), შესაძლოა საქართველოს გარეთ.
17. MEDIFAMILY — შვილების მონაცემები
MEDIFAMILY-ში მშობელს (ან კანონიერ წარმომადგენელს) შეუძლია დაამატოს 18 წლამდე შვილი და შეინახოს მისი აცრები, ზრდის გაზომვები, კვება, ავადობის დღიური (ტემპერატურა, სიმპტომები, მიცემული წამალი), ალერგიები, მდგომარეობები და განვითარების ეტაპები. ბავშვი აპის მომხმარებელი არ არის — ანგარიში მშობლისაა (18+).
ბავშვის დამატებისას მშობელი ადასტურებს, რომ არის მისი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი და თანახმაა, MEDICARD-მა შეინახოს და დაამუშაოს ბავშვის ჯანმრთელობის მონაცემები (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-7 მუხლი). თანხმობის ვერსია და დრო ინახება ბავშვის პროფილთან.
მონაცემებს ხედავს მხოლოდ ის ანგარიში, რომელმაც ბავშვი დაამატა. ისინი გამოიყენება მხოლოდ მშობლისთვის ჩვენებისთვის, აცრებისა და ასაკის შეხსენებებისთვის (ტელეფონზე ლოკალურად) და Medi-ს პასუხისთვის, როცა მშობელი თავად სვამს კითხვას ბავშვზე (მე-5 და მე-6 პუნქტების მიმღებები, AI-ზე ცალკე თანხმობით). ბავშვის საუბრები Medi-სთან ინახება ცალკე და მშობლის საკუთარი კონსულტაციების კონტექსტში არ შედის. ბავშვის მონაცემი არ გამოიყენება რეკლამისთვის, არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე პირს; ადმინისტრაციულ ანალიტიკაში ჩანს მხოლოდ რაოდენობები (სახელის, თარიღისა და ჯანმრთელობის მნიშვნელობების გარეშე).
მშობელს ნებისმიერ დროს შეუძლია ბავშვის პროფილისა და ყველა ჩანაწერის სამუდამოდ წაშლა აპიდან (ბავშვის პროფილი → რედაქტირება → წაშლა); ანგარიშის წაშლისას ბავშვების მონაცემებიც იშლება. MEDIFAMILY და Medi არ ანაცვლებს პედიატრს: საშიში ნიშნისას დარეკე 112-ზე.
18. MEDIHOROSCOPE — ჰოროსკოპი და ორაკული
MEDIHOROSCOPE-ის ჰოროსკოპები, ნიშნების აღწერები, ტარო და სხვა ტექსტები ყველასთვის ერთნაირია და იწერება პლანეტების რეალური მდებარეობის მიხედვით — ამისთვის შენი მონაცემი არსად იგზავნება. შენი ნიშანი, ასტრორუკა, ტაროს დღის კარტი და რიცხვები ითვლება პროფილის დაბადების თარიღიდან MEDICARD-ის სერვერზე.
თუ თავად დაამატებ დაბადების დროს და ადგილს, ისინი ინახება შენს ანგარიშთან მხოლოდ ასტრორუკის გამოსათვლელად; ადგილის მოსაძებნად სერვერი Open-Meteo-ს უგზავნის მხოლოდ შენ მიერ ჩაწერილ ადგილის სახელს, ვინაობის გარეშე. ორაკულთან საუბრისას (მე-5 და მე-6 პუნქტების მიმღებები, AI-ზე ცალკე თანხმობით) იგზავნება შენი შეტყობინება, სახელი, დაბადების თარიღი, დრო და ადგილი (თუ დაამატე), მათგან გამოთვლილი რუკა და დღევანდელი ცა — ჯანმრთელობის ინფორმაცია არა. საუბრები ინახება შენს ანგარიშთან; ადმინისტრაციულ ანალიტიკაში ჩანს მხოლოდ რაოდენობები. დაბადების დრო და ადგილი შეგიძლია ნებისმიერ დროს წაშალო MEDIHOROSCOPE-ში, საუბრები — ორაკულის ეკრანიდან; ანგარიშის წაშლისას ყველაფერი იშლება. ჰოროსკოპი გასართობი და თვითშემეცნების საშუალებაა და არ არის სამედიცინო, ფინანსური ან ფსიქოლოგიური რჩევა.
კონფიდენციალურობის მოთხოვნა
წვდომა, გასწორება, წაშლა ან ნებისმიერი კითხვა თქვენს მონაცემებზე — მოგვწერეთ.
support@medicard.geსრული პოლიტიკა ყოველთვის ხელმისაწვდომია medicard.ge/privacy-ზე. აპშიც: პროფილი → კონფიდენციალურობა.