MEDIFAMILYMEDICARD AI აპის განყოფილება

შვილის ჯანმრთელობა — ერთ ადგილას.

დაბადებიდან 18 წლამდე: აცრები საქართველოს ეროვნული კალენდრით, ზრდა WHO-ს სტანდარტით, კვება, ავადობის დღიური და Medi, რომელმაც შენი შვილის ასაკი და ისტორია იცის.

Download on the App Store უფასოდiPhone · გამოწერის გარეშე
App Store-ში მოძებნეMEDICARD AI
  • 12 შვილამდე
  • აცრების შეხსენება
  • რეკლამის გარეშე
ანი · წონა1 წელი და 6 თვე
10,6 კგსაკუთარ ხაზს მიჰყვება
Weight-for-age chart, example 3691215 06121824 978550153
ანიWHO სტანდარტი, გოგონები · პერცენტილი 3–97ასაკი, თვე

მაგალითი. მრუდები — WHO-ს ზრდის სტანდარტი, იგივე, რასაც აპი იყენებს.

აცრები ეროვნული კალენდრით

MEDIFAMILY საქართველოს აცრების კალენდარს მიჰყვება და წინასწარ გეუბნება, რა არის შემდეგი. გაკეთებულს ერთი შეხებით მონიშნავ.

  1. დაბადებისას
    ჰეპBბცჟ
  2. 2 თვე
    ჰექსაპნევმოროტა
  3. 3 თვე
    ჰექსაროტა
  4. 4 თვე
    ჰექსაპნევმო
  5. 12 თვე
    წწყპნევმო
  6. 18 თვე
    დყატ/პ
  7. 5 წელი
    წწყდყატ/პ
  8. 10–12 წელი
    აპვ
  9. 14 წელი
    ტდ

შეხსენება დროზე

აცრამდე 14 დღით ადრე, აცრის დღეს და — თუ ჯერ არ მონიშნე — კიდევ 7 და 30 დღის შემდეგ.

გამოტოვებული აცრა

თუ აცრა დაგვიანდა, აპი ქართული წესებით გეტყვის, როდის და როგორ დაეწიო.

დამატებითი ვაქცინები

ჩუტყვავილა, A ჰეპატიტი, გრიპი, მენინგოკოკი და სხვა — თარიღით, კლინიკით და სერიით.

წყარო: პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი — მინისტრის ბრძანება №01-60/ნ (16.09.2019), ბოლო ცვლილება №52/ნ (13.07.2023), matsne.gov.ge.

რა არის MEDIFAMILY-ში

ბავშვის გვერდზე სწრაფი ღილაკებია: აცრა, გაზომვა, სიცხე, კვება, სიმპტომი.

  • შვილი ერთ წუთში

    სახელი, დაბადების თარიღი, დროულად დაიბადა თუ ადრე, და უკვე გაკეთებული აცრები. 12 შვილამდე, ერთი შეხებით გადართვა.

  • ზრდა

    წონა, სიმაღლე და თავის გარშემოწერილობა WHO-ს მრუდებზე. ნაადრევად დაბადებულისთვის — კორექტირებული ასაკით, ორ წლამდე.

  • კვება

    ძუძუ, ბოთლი და დამატებითი საკვები; ალერგენების დანერგვის ბარათი დაახლოებით 6 თვიდან. ბავშვის კალორიებს არ ვითვლით.

  • „ამ ასაკში“

    განვითარების ეტაპები, რომლებსაც მონიშნავ, და რჩევები ძილზე, ეკრანზე, უსაფრთხოებასა და D ვიტამინზე.

  • ჯანმრთელობის დღიური

    სიცხე, სიმპტომები და მიცემული წამალი; ალერგიები, მდგომარეობები და მუდმივი წამლები.

  • Medi შენი შვილისთვის

    ცალკე საუბარი თითოეულ შვილზე. Medi-მ იცის ასაკი, აცრები, ზრდა, ალერგიები, კვება და ბოლო სიცხე.

სამი ნაბიჯი

  1. დაამატე შვილი

    ერთ წუთზე ნაკლებში — სახელი, თარიღი, დაბადების კვირა.

  2. მონიშნე გაკეთებული აცრები

    აპი კალენდარს შენს შვილზე მოარგებს.

  3. მიიღე შეხსენება

    შემდეგ აცრამდე 14 დღით ადრე და აცრის დღეს.

ბავშვის მონაცემები — მხოლოდ შენთვის

შვილის პროფილი ნებისმიერ დროს სრულად წაიშლება. ანგარიშის წაშლისას ისიც იშლება.

  • შენი Medi-სგან ცალკე

    ბავშვის მონაცემები შენს საკუთარ Medi-ს საუბარში, ბმულებში ან ანალიტიკაში არასოდეს ხვდება.

  • საშიშ ნიშანზე — 112

    Medi ჯერ უსაფრთხოების წესებით ამოწმებს სიმპტომებს და საშიშ ნიშანზე გეუბნება, დარეკო 112-ზე. Medi ექიმი არ არის.

  • დოზას ექიმი ნიშნავს

    Medi ბავშვისთვის წამლის დოზას არასოდეს ასახელებს.

MEDIFAMILY სხვა განყოფილებებთან

შეხსენებების ჩართვა-გამორთვა პროფილშია, „შეტყობინებებში“ — „შვილები“.

დაამატე შვილი დღესვე

MEDIFAMILY MEDICARD AI-ის ნაწილია — უფასოა iPhone-ზე. თუ ვერ ხედავ, განაახლე აპი App Store-ში.

Download on the App Store მალეGoogle Play
App Store-ში მოძებნეMEDICARD AI
  • სრულიად უფასოა
  • არანაირი გამოწერა
  • არანაირი ფასიანი ფუნქცია

Medi ექიმი არ არის. საშიშ ნიშანზე — 112. ზრდის გრაფიკი საილუსტრაციოა.