მთავარი / კალკულატორები / hCG კალკულატორი

ორსულობა

hCG კალკულატორი

ადრეულ ორსულობაში hCG ხშირად 48–72 საათში ორმაგდება. შეიყვანე ორი შედეგი და თარიღი — ნახე ფარდობა და სავარაუდო შემდეგი დიაპაზონი.

ბეტა-hCG48–72 საათიარ არის დიაგნოზი

გამოთვლა

გესტაციური კვირა (არასავალდებულო)

შედეგი არის ორიენტირი. არ ცვლის ექიმს, ულტრაბგერას ან ლაბორატორიას.

რას ნიშნავს გაორმაგება

იმპლანტაციის შემდეგ hCG იმატებს. ადრეულ კვირებში ხშირად ორმაგდება 48–72 საათში. მოგვიანებით მატება ნელდება და პიკს დაახლოებით 8–10 კვირაზე აღწევს.

ერთი რიცხვი თითქმის არაფერს ამბობს — დიაპაზონი კვირის მიხედვით ძალიან ფართოა. ორი ანალიზი ერთსა და იმავე ლაბში უფრო სასარგებლოა.

  • კლება ან ძალიან ნელი მატება — ექიმთან;
  • სწრაფი მატება შეიძლება ნორმა იყოს, მათ შორის მრავალნაყოფიან ორსულობაში;
  • ულტრაბგერა ადასტურებს საშვილოსნოსშიდა ორსულობას, არა მხოლოდ hCG.

სხვა კალკულატორები